ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით – ორბანი

ნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საკუთარ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„არჩევნების შედეგს მნიშვნელობა აქვს სამშობლოსა და ერის ბედისთვის და რა არის მისი უფრო ღრმა მნიშვნელობა, ეს ჩვენ არ ვიცით. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ნათელია, რომ „მმართველობის ტვირთი“ მას არ დაეკისრება.

„ჩვენ წინაშე არსებული ამოცანა ნათელია. მმართველობის სიმძიმე ჩვენს მხრებზე არ არის, ამიტომ ჩვენი საქმე ჩვენი თემების გაძლიერებაა. ორი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველი გვენდო. გვინდა, მათ გადავცეთ ეს გზავნილი: ჩვენ მათ იმედებს არასდროს გავუცრუებთ. და ამის თქმა არც კი მჭირდება, რადგან უკვე ოცდაათ წელზე მეტია, ერთად ვართ. ჩვენ რთული და მარტივი, ლამაზი და სევდიანი წლები გამოვიარეთ, მაგრამ აქაც და მთელ ქვეყანაშიც ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ – ჩვენ არასდროს დავნებდებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

იტვირთბა....