აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბუდაპეშტის შესაძლო კავშირები თეირანთან – The Washington Post აბას არაღჩისა და პეტერ სიიარტოს ზარის შესახებ წერს

ბუდაპეშტის შესაძლო კავშირები თეირანთან – The Washington Post უნგრეთის მთავრობის შიდა დოკუმენტაციასა და სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უნგრეთმა ირანს ისრაელის მიერ 2024 წელს „ჰეზბოლას“ პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

2024 წლის 30 სექტემბრის გაჟონილ ზარში ფიგურირებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტო და აბას არაღჩი და აჩვენებს, რომ უნგრეთმა დახმარება შესთავაზა ირანს 2024 წელს ისრაელის სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ.

სიიარტოსა და არაღჩის შორის ეს კომუნიკაცია შედგა მას შემდეგ, რაც 17 სექტემბერს ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 3000 დაშავდა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, უნგრული კვალი პეიჯერების სპეცოპერაციის საქმეში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აფეთქებული პეიჯერების მწარმოებლად ოფიციალურად ბუდაპეშტში დარეგისტრირებული ფირმა დასახელდა, სიიარტომ კი ამ თავდასხმისგან დისტანცირება სცადა.

ჩანაწერის მიხედვით, მან საუბრისას არაღჩის განუცხადა, რომ პეიჯერები „არ იწარმოება უნგრეთში, ისინი არასოდეს ყოფილა უნგრეთში და არცერთ უნგრულ კომპანიას არასოდეს ჰქონია ფიზიკური შემხებლობა ამ პეიჯერებთან. ასე რომ, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს“.

გამოცემის თანახმად, სიიარტო-არაღჩის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დასავლურმა სადაზვერვო სააგენტომაც დაადასტურა.

“ჩვენი საიდუმლო სამსახური უკვე დაუკავშირდა თქვენს სამსახურებს და ჩვენ გაგიზიარებთ ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩვენ შევიკრიბეთ გამოძიების დროს”, – განუცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თავის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ტელეფონით.

იტვირთბა....