აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით „რადიო თავისუფალი ევროპის“ ყოფილი ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით „რადიო თავისუფალი ევროპის“ ყოფილი ჟურნალისტი დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა იმიერბაიკალეთის მხარეში 1960 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმიანობაში იყო ჩართული“, – აცხადებს „ეფ-ეს-ბე“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.

„ეფ-ეს-ბე“-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაკავებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს „ტელეგრამის“ მეშვეობით ინფორმაციას გადასცემდა ადგილობრივი ბეჭდური გამოცემის საინფორმაციო რესურსების შესახებ, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას აშუქებს“.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაკავებულის ვინაობა არ დაასახელა.

იტვირთბა....