ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიღწეული დროებითი ზავის შემდეგ იერუსალიმის წმინდა ადგილები დამთვალიერებლებისა და მომლოცველებისთვის გაიხსნება.
„ბიბისი“ ცნობით, ეს ადგილები, მათ შორის ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი, გოდების კედელი და მაცხოვრის საფლავის ტაძარი ისლამის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის უწმინდეს ადგილებს წარმოადგენს.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ექვსი კვირის წინ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების, მათ შორის, აღდგომისა და პასექის პერიოდში ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირთა მცირე რაოდენობა დაიშვებოდა.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, წმინდა ადგილები 9 აპრილს, დილიდან გაიხსნება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებული იქნება ასობით პოლიციელი.

