აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა – დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა

ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილზე 8 აპრილის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ოლქის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა, ნაწილობრივ განადგურდა სასაწყობე და სამეურნეო შენობები.

მაშველებმა ხანძრები ოპერატიულად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

შეტევა განხორციელდა ასევე ქალაქ იზმაილზე, სადაც, მერის ანდრეი აბრამჩენკოს თქმით, დიდი რაოდენობით დრონები გამოიყენეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები კვლავ მუშაობენ და ზარალს აფასებენ.

იტვირთბა....