აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა” – ისრაელის ოპოზიციის ლიდერი

ჩვენს ისტორიაში მსგავსი დიპლომატიური კატასტროფა არასდროს ყოფილა, – ასე ეხმაურება ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა.

„ისრაელი მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ ყოფილა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხების შესახებ მიიღებოდა“, – აცხადებს ლაპიდი.

მისი თქმით, ნეთანიაჰუმ „დიპლომატიური და სტრატეგიული მარცხი განიცადა და მის მიერ დასახულ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია“.

იტვირთბა....