აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის მიდგომამ მარცხი განიცადა” – მარია ზახაროვა 

აგრესიული, არაპროვოცირებული თავდასხმების მიდგომამ მარცხი განიცადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარია უფრო აგრესიულობა, უფრო შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, სოციალურ მედიაში მეტი წერა – კარს მოგვადგა. კიდევ ერთხელ, ამ პოზიციამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა ისევე, როგორც ასეთი ცალმხრივი, აგრესიული, არაპროვოცირებული თავდასხმის მიდგომამ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, რუსეთმა წვლილი შეიტანა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„სიტუაციის მოგვარების ხელშეწყობაში აქტიური ჩართულობა ეროვნული ინტერესების, საერთაშორისო სამართლისა და ჭეშმარიტად ჰუმანიტარული მიზნების ნაწილი იყო“, – აღნიშნა ზახაროვამ.

იტვირთბა....