შირაზში საკვანძო ნავთობქიმიური კომპლექსი დაიბომბა – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ობიექტი ერთ-ერთი ბოლო შემორჩენილი კომპლექსი იყო ირანში, რომელიც აწარმოებდა ასაფეთქებელი ნივთიერებების კრიტიკულ ქიმიურ კომპონენტებსა და მასალებს ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად.
“ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტების დიდ დივიზიონზე ირანის ჩრდილო-დასავლეთით” – წერს უწყება.

