ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენ ეჯეი ითხოვს, რომ „მტრის აგენტების“ წინააღმდეგ აღძრული სამართლებრივი საქმეები უფრო სწრაფად განიხილონ და სასიკვდილო ან ქონების კონფისკაციის განაჩენები უფრო სწრაფად აღსრულდეს. ინფორმაციას Iran International ავრცელებს
“ისლამური ირანი ახორციელებს თავის უდავო უფლებას კანონიერ თავდაცვაზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ დაცვას ყველაზე მძლავრი ფორმით მანამ, სანამ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება არ იქნება გარანტირებული“ – განაცხადა მან.
ირანში იანვრის აქციების შემდეგ დაკავებები გრძელდება. ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ისრაელმა რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი საომარი მოქმედებები დაიწყო.

