უკრაინის უპილოტო ძალების მეთაურის, რობერტ “მადიარ” ბროვდის ინფორმაციით, 6 აპრილის ღამის საათებში ნოვოროსიისკის პორტზე იერიშის დროს უკრაინის ძალებმა რუსულ ფრეგატს, ადმირალ მაკაროვს დაარტყეს, რომელიც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი.
ბროვდის პოსტის მიხედვით, რუსული სამიზნესთან დრონების მიახლოებამდე ფრეგატმა საჰაერო თავდაცვის რაკეტები გაუშვა, თუმცა, ამის მიუხედავად, დრონებმა რუსულ გემს მაინც დაარტყეს.
მადიარის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინული დაზვერვა იერიშის შედეგად გემისთვის მიყენებული ზიანის შეფასების პროცესშია.
აქამდე ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 აპრილის ღამის საათებში უკრაინამ დრონების მეშვეობით ნოვოროსიისკის პორტის ნავთობტერმინალზე მიიტანა იერიში.

