აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა უზრუნველყოს” – ანტონიო კოშტა

ახლო აღმოსავლეთში ხუთკვირიანი ომის შემდეგ, ცხადია, რომ მის ძირეულ მიზეზებს მხოლოდ დიპლომატიური გადაწყვეტა მოაგვარებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკული ობიექტების მიზანში ამოღება უკანონო და მიუღებელია.

„ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ვრცელდება ყველგან. ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ირანის რეჟიმის მთავარი მსხვერპლია. ის სამხედრო კამპანიის გაფართოების მთავარი მსხვერპლიც იქნება“, – წერს კოშტა.

მისი განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა.

„როგორც ირანის პრეზიდენტ მესუდ პეზეშკიანთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს გავუსვი ხაზი, ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმები და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული თავისუფლების აღდგენა. ესკალაცია ცეცხლის შეწყვეტას და მშვიდობას არ მოიტანს. ამას მხოლოდ მოლაპარაკებები, კერძოდ, რეგიონული პარტნიორების ხელმძღვანელობით მიმდინარე ძალისხმევა უზრუნველყოფს“, – აცხადებს კოშტა.

იტვირთბა....