პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ირანის მისამართით გაჟღერებული უცენზურო მუქარის შემდეგ, ნავთობის ფასმა ბარელზე 110 დოლარს მიაღწია.
თავდაპირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1,6%-ით გაიზარდა და 110,85 დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით, აზიაში დილის ვაჭრობისას, ფასმა ოდნავ დაიკლო. აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი კი მცირედით, 0,3%-ით გაიზარდა და 111,80 დოლარი შეადგინა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა თეირანზე ზეწოლა გააძლიერა და ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე დარტყმით დაიმუქრა, თუ ქვეყანა უკან არ დაიხევდა და არ შეწყვეტდა მუქარას იმ გემების მიმართ, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სავაჭრო გზის გადაკვეთას ცდილობენ.
მცირედით გაიზარდა აზიის ძირითადი საფონდო ბაზრების მაჩვენებლებიც. იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსმა 0,9%-ით მოიმატა.

