რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით რუსებმა ქალაქის პრიმორსკის და კიევის რაიონებში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს.
„თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ასევე ათი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია“, – აღნიშნა ლისაკმა.
მისი ინფორმაციით, პრიმორსკის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კომპლექსი და შვიდი კერძო სახლი. კიევის რაიონში კი ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი, კერძო საბავშვო ბაღი, მაღაზია და 27 ავტომობილი.

