აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს” – “მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი

შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ – საქართველოში არსებული სიტუაციის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის რეკომენდებით, არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. ჩემი მიზანი იყო მისიის შესრულება და სხვადასხვა შესაძლო გზის ჩვენება, – ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გრჟებიკმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ კრიტიკულ განცხადებას უპასუხა და რამდენჯერმე მკაფიოდ განაცხადა, რომ მომხსენებლად დანიშვნისა და მისიის შესრულების პროცესში არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არ მოუღია, ანგარიში კი ეუთოსთვის მოამზადა და არა პოლონეთის [პატრიცია გრჟებიკი წარმოშობით პოლონეთიდანაა] ხელისუფლებისთვის.

ექსპერტმა გულწრფელად აღიარა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ მიერ მისიის შესასრულებლად განსაზღვრული 14 დღე „ძალიან შეზღუდული დროა“, ამიტომ, როგორც განმარტა, „მოცულობითი სამუშაოს ჯეროვნად შესრულებისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობის დაწყება დილით ადრე, 05:00 საათზე უწევდა“.

როგორ აფასებს საქართველოში ჩატარებულ სამუშაოს და როგორ აღიქვამს კრიტიკას მათ შორის რეკომენდაციების მიმართ, ვრცლად ,,ინტერპრესნიუსის” ინტერვიუში….

განაგრძეთ კითხვა

იტვირთბა....