აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე სრულად არ განადგურდა” – ტრამპი

2 აპრილს განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ირანში ყველაზე დიდი ხიდი განადგურდა — ის თეირანს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილთან აკავშირებდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა და ირანს შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა „სანამ გვიან არ არის“.

„ირანში ყველაზე დიდი ხიდი ნადგურდება და ის აღარასდროს იქნება გამოყენებული — წინ კიდევ ბევრი რამ არის!“ — დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა.

ირანისადმი მიმართვაში ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა მალე „ძალიან გვიანი” იყოს.

„დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, სანამ ძალიან გვიან არ არის, სანამ იმ ქვეყნისგან, რომელიც შეიძლებოდა დიდ ქვეყნად ქცეულიყო, არაფერი დარჩება“, — ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

იტვირთბა....