ირანმა ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, თელ-ავივსა და ახლომდებარე ქალაქებში სირენების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კასეტური ქობინის მქონე რაკეტის მოგერიება ვერ მოხერხდა.
ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნული სამსახურში აცხადებენ, რომ მათმა მედიკოსებმა ათი დაზიანებული ტერიტორია მოინახულეს. დაზიანებულია სახლები, გზები და ავტომობილები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

