რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი ჩვილია.
რუსების თავდასხმის ქვეშ სამი რაიონი, ოსნოვიანის, კიევის და შევჩენკოვის რაიონები მოხვდნენ. დაზიანებულია საოფისე და საცხოვრებელი შენობები.
ამასთან, სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 29 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსებმა შოსტკა მართვადი საჰაერო ბომბებით დაბომბეს.

