კახა კალაძემ დღესაც განაცხადა, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი არსებობს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შესაძლოა „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყნის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
“ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და აშშ-თან გვექნება მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა. ეს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ზოგადად, სიახლეები იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით და დაველოდოთ. ის განცხადებები, ის სატელეფონო საუბარი იძლევა ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რომ ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლიდან. დაველოდოთ. ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზდ აის, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, სადაც ორივე ქვეყნის ინტერესები იქნება დაცული” – თქვა დღეს კალაძემ.
გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შორის გამართული საუბრის შემდეგ არსებობს „ფრთხილი იმედი“, რომ ვაშინგტონი თბილისთან ურთიერთობების გადატვირთვას და თანამშრომლობის გაჯანსაღებას შეძლებს.

