აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ირანის კონფლიქტის მოგვარებაში” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ირანის კონფლიქტის მოგვარებაში, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, დღეს დილით, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა წაგვეკითხა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები ირანის გარშემო ომთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი პუტინი იმ იდეის მტკიცე მხარდამჭერია, რომ ყველა უთანხმოება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა სპარსეთის ყურის და არაბულ ქვეყნებთან გამართული სატელეფონო საუბრისას“, – აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესმდივნის თქმით, სურვილის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ, რომ სამხედრო მოქმედებები სამშვიდობო ეტაპზე გადავიდეს,რაც შეიძლება მალე.

იტვირთბა....