მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი, კამალ ხარაზი, თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია – ამის შესახებ ინფორმაციას არაბული გამოცემა “ალ ჰადათი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმა თეირანში, ხარაზის საცხოვრებელ სახლზე მოხდა. მედიის ცნობით, საგარეო ურთიერთობების სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამალ ხარაზი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მეუღლე კი ადგილზე დაიღუპა.
კამალ ხარაზი ირანის მოკლული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.

