ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ამერიკის მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ისეთ შედეგებს იწვევს, რომლებიც ირანის საზღვრებს სცდება.
ირანის ლიდერის თქმით, თეირანის წინააღმდეგ შესაძლო ომი აშშ-ის ინტერესებს არ ემსახურება და ამერიკელებს მოუწოდა, პოლიტიკური რიტორიკის მიღმა გაიხედონ და ირანის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გადახედონ.
ფეზეშქიანის განცხადებით, ირანის ქმედებები ამ დრომდე ლეგიტიმური თავდაცვა იყო და არა კონფლიქტის პროვოცირება. მისი მტკიცებით, ირანი არ ისწრაფვის აგრესიისა და დომინირებისკენ.

