აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს

რუსეთის ქალაქ უფაში, ბაშკორტოსტანის დედაქალაქში, 2 აპრილის ღამით დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა განხორციელდა.

მონიტორინგის არხების ინფორმაციით, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რის შემდეგაც ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა შესაძლოა ქარხნის ერთ-ერთ საკვანძო დანადგარს შეეხო, რომელიც ნავთობის პირველადი გადამუშავებისთვის არის პასუხისმგებელი.

ბაშკორტოსტანის ხელმძღვანელის, რადიი ხაბიროვის განცხადებით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ქარხნებთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. მისი თქმით, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები საწარმოო ზონაში ჩამოვარდა, თუმცა დაშავებულები არ არიან და ადგილზე ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს.

ხაბიროვის ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლსაც დაეცა, თუმცა შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

იტვირთბა....