ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახლახანს: კახეთში ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა – არსებობს აალების საფრთხე

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა.

როგორც შემთხვევის ადგილიდან 2030.news-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, დაშავებულები არ არიან, თუმცა არსებობს აალების საფრთხე, რადგან საწვავი მაგისტრალზე იღვრება.

მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ.

როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის.

იტვირთბა....