აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის სასამართლომ არასრულწლოვან დავით მინასიანს ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრებთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობისთვის პატიმრობა შეუფარდა

სომხეთის სასამართლომ არასრულწლოვან დავით მინასიანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრებთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობისთვის პატიმრობა შეუფარდა.

სომხური მედიის თანახმად, სასამართლომ, რომელსაც მოსამართლე მნაცაკან მარტიროსიანი თავმჯდომარეობდა, საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დავითის ძმა, მიკაელ მინასიანი 31 მარტს  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გევორგ გევორგიანი, რომელიც ასევე იმავე საქმეშია ჩართული, ხუთი მილიონი დრამის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ სომხური ეკლესიის ბზობის კვირას ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები მივიდნენ სურბ ანას ეკლესიაში წირვაზე. სომხური მედიის თანახმად, დაცვის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს მეთაურისთვის შესასვლელთან დგომა შეუფერებელი იყო და მრევლის განზე გაწევა დაიწყეს, რათა ფაშინიანს საკურთხევლისკენ მიმავალი გზა გახსნოდა.

სომხური მედია წერს, რომ ამ საქციელით ბევრი უკმაყოფილო იყო და ტყუპმა ძმებმა, სკოლის მოსწავლეებმა, პროტესტი გამოხატეს ამ საკითხზე. ამან გამოიწვია ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემდეგ, არასრულწლოვნები დააკავეს.

იტვირთბა....