აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ლუცკში „ნოვა პოჩტას“ ტერმინალს დაარტყა

რუსეთის მიერ ლუცკზე განხორციელებული იერიშის შედეგად „ნოვა პოჩტას“ ტერმინალი განადგურდა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, დარტყმა დილით განხორციელდა „შაჰედის“ ტიპის დრონებით, თუმცა შემთხვევის დროს ყველა თანამშრომელი თავშესაფარში იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.

„დილით მტერმა ქალაქს დრონებით შეუტია: განადგურებულია „ნოვა პოჩტას“ ტერმინალი. დარტყმის მომენტში ყველა თანამშრომელი თავშესაფარში იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამ დროისთვის ნგრევის მასშტაბების შეფასება გრძელდება. დაზიანებული ტვირთის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

„ნოვა პოჩტაში“ აცხადებენ, რომ კომპანია მომხმარებლებს დაკარგული ამანათების კომპენსაციას სრულად აუნაზღაურებს. უახლოეს პერიოდში კლიენტებთან ინდივიდუალური კომუნიკაცია დაიწყება და მათ ანაზღაურების პირობებს გააცნობენ.

იტვირთბა....