აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“თეირანში ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დავარტყით” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ცოტა ხნის წინ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა დაასრულეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე განხორციელდა და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში აფეთქებების ხმები ისმოდა.

იტვირთბა....