აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰაიტის არტიბონიტის რეგიონში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

ჰაიტის არტიბონიტის რეგიონში თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფის, Defenseurs Plus-ის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

ჰაიტის მაცხოვრებლებმა და ოფიციალურმა პირებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმა კვირას გამთენიისას, ჟან-დენის მიმდებარე სოფლებში დაიწყო და ორშაბათსაც გაგრძელდა. მათივე თქმით, ბანდების წევრები დასახლებაში შეიჭრნენ და სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.

Defenseurs Plus-ის ინფორმაციით, მომხდარის გამო 6 000 ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ჰაიტიში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც გამოეხმაურა. გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაციის ოფისი ჰაიტიში მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. მან ადგილობრივ ხელისუფლებას საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ამასთან, გაერო-ს ბოლო ანგარიშის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ჰაიტიში თითქმის 20 000 ადამიანი მოკლეს.

იტვირთბა....