აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანში სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული 2 კაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული 2 კაცი სიკვდილით დასაჯეს – ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანული მედია წერს, რომ აღნიშნულ პირებს განაჩენი გამოუტანეს ირანის სახალხო მოჯაჰედინების ორგანიზაციასთან კავშირსა და სხვადასხვა თავდასხმაში მონაწილეობისთვის, მათ შორის სამთავრობო შენობაზე ყუმბარმტყორცნის გამოყენებით თავდასხმის განხორციელებისთვის. მათივე ცნობით, გუშინ სიკვდილით დასაჯეს ამავე ოპოზიციურ ჯგუფთან დაკავშირებული კიდევ ორი კაცი.

იტვირთბა....