აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“31 მარტი იყო ისტორიული დღე, რეფერენდუმმა მოიცვა საქართველო, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ხალხი ერთიანი იყო, ყველა ხვდებოდა, რომ დიდ პროცესში მონაწილეობდა” – თენგიზ შარმანაშვილი

ეს იყო ისტორიული დღე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რეფერენდუმი აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა და მთელი საქართველო მოიცვა. პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ერთიანი იყო ხალხი, რომელიც საარჩევნო ყუთთან გამოცხადდა და საკითხის დადებითად გადაწყვეტას დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ძალიან რთული გზა გაიარა.

„მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ეს ისტორიული დღე კარგად მახსოვს, ყველა გახარებული იყო. ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც დიდ პროცესში იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროდ, ქვეყანამ ძალიან რთული გზა გაიარა, სისხლიანი გზა. ეს ყველაფერი ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული, რადგან, სამწუხაროდ, იმპერია საკმაოდ ძლიერი იყო, საცეცებიც ბევრი ჰქონდა, რომელსაც ამუშავებდა. მაშინ იმდენი გამოცდილებაც არ გვქონდა, სად უნდა მიგვეღო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის გამოცდილება, ეს წარმოუდგენელი იყო. ყველა ერთად ასე მტკივნეულად ვიზრდებოდით და ბევრი შეცდომაც მოგვივიდა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

იტვირთბა....