აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“31 მარტი უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ ერთსულოვნად საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა” – ირაკლი კობახიძე

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება.

„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....