აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისინი პუტინის შესაჩერებლად უკრაინული ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანის გარდა სხვა გზას ვერ ხედავენ” – ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშფოთებს ის ფაქტი, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განაახლებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა ქვეყანა აიძულოს, რუსეთთან ომის დასრულების მიზნით, ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.

„მათ ომის დასრულება სურთ. ჩემი შეშფოთებაა, რომ ისინი ამის გაკეთების მხოლოდ ერთ გზას ხედავენ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულება სურთ. მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ ამისთვის? ჩვენ არ ვართ აგრესორები. ისინი პუტინის შესაჩერებლად უკრაინული ჯარების ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანის გარდა სხვა გზას ვერ ხედავენ. ჩემი შეშფოთებაა, რომ არავინ აფასებს ასეთი გადაწყვეტილების საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სრულად უჭერს მხარს ირანს. მოსკოვი თეირანს აწვდის თანამგზავრით გადაღებულ აშშ-ის სამხედრო ბაზების სურათებს და უზიარებს ოპერატიულ გამოცდილებას დრონების გამოყენების შესახებ.

იტვირთბა....