გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში – უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 25 და 26 აპრილს +24, +29° იქნება.
26-29 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.
27 და 28 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს +14, +19°-მდე.
28 აპრილიდან აგრილდება აღმოსავლეთ საქართველოშიც. 1 მაისს გამოიდარებს, მცირე წვიმა შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.