აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დენის ფასის გაზრდა ინფლაციის მიმართულებითაც იმოქმედებს” – პაატა ბაირახტარი

როდესაც იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი, განსაკუთრებით იურიდიულ პირებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა მომსახურებაზე ფასების ზრდას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ ეკონომისტმა, პაარა ბაირახტარმა განაცხადა.

მისი თქმით, დენის ფასის გაზრდა ინფლაციის მიმართულებითაც იმოქმედებს და  პროდუქტების და მომსახურების ფასზეგავლენას მოახდენს.

“როდესაც იზრდება ელექტროენერგიის ტარიფი, განსაკუთრებით იურიდიულ პირებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა მომსახურებაზე ფასების ზრდას უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, ეს ინფლაციის მიმართულებითაც იმოქმედებს, იურიდიული პირებისთვის, ელექტროენერგიის ან რაიმე სხვა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, როგორც ყოველთვის პროდუქტების და მომსახურების ფასზე ზეგავლენას ახდენს. ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რა თქმა უნდა ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ენერგომატარებლების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მოწყვლადი ფენებისთვის არის საკმაოდ მძიმე. ჩვენ თუ რეალურ საშუალო ხელფასს შევხედავთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდა ასეთი მოწყვლადი ფენებისთვის ძალიან მტკივნეული გადასატანი. თუ გვინდა გამოსავალი, უნდა გვქონდეს შედარებით იაფიანი ელექტროენერგიის რესურსი, რომელიც დაკავშირებულია ახალი ინვესტიციებთან, ახალ ჰესების მშენებლობასთან, ჩვენ თუ ამ რეალობაში ჩვენ მდგომარეობას შევხედავთ, რამდენი ინვესტორი შემოვიდა და რამდენი ჰესის მშენებლობა დააპირა, იმდენი გააქციეს ქვეყნიდან” – ამბობს ბაირახტარი.

იტვირთბა....