აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ ავღანეთსა და პაკისტანში 45 ადამიანი იმსხვერპლა

ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ ავღანეთსა და პაკისტანში 45 ადამიანი იმსხვერპლა. მედიის ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 70-ს აღემატება.

ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის (NDMA) განცხადებით, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ პროვინციებში დაფიქსირდა, მათ შორის პარვანში, მაიდან ვარდაკში, დაიკუნდიში და ლოგარში. სტიქიის შედეგად სულ დაახლოებით 130 სახლი მთლიანად განადგურდა.

პაკისტანის ხიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი, დაიღუპა და 25 დაშავდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

გაერო პაკისტანსა და ავღანეთს ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის ცვლილების მიმართ ყველაზე დაუცველ ქვეყნებს შორის ასახელებს.

იტვირთბა....