აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სირიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, დაგეგმილია შეხვედრა ფრიდრიხ მერცთანაც

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩავიდა.

გერმანული მედიის ცნობით, ალ-შარაა უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

შტაინმაიერთან შეხვედრისას ალ-შარაამ აღნიშნა, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ სირიელებს დიდი როლი აქვთ. მისივე განცხადებით, სირიაში ინვესტიციებით დაინტერესებულ გერმანელ ბიზნესმენებს შეუძლიათ, ამ უპირატესობით ისარგებლონ.

ალ-შარაას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. როგორც მედია წერს, ფრიდრიხ მერცმა თავდაპირველად ალ-შარაა გერმანიაში გასულ წელს მიიწვია სირიელი ლტოლვილების დაბრუნების საკითხის განსახილველად, მაგრამ იანვარში დაგეგმილი ვიზიტი სირიაში ძალადობის განახლების გამო გადაიდო.

ალ-შარაას ვიზიტის პარალელურად, ბერლინში გერმანიის ქურთმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, სირიის ამჟამინდელი ლიდერი ადამიანის უფლებებს არღვევს. სირიის პრეზიდენტის მიღება გააკრიტიკეს გერმანელმა პოლიტიკოსებმაც. გერმანიის მემარცხენე პარტიის წარმომადგენელმა, ჯანსუ ოზდემირმა ალ-შარაასთან მერცის მიერ დაგეგმილი შეხვედრა „მორალურ გაკოტრებად“ შეაფასა და ის უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებულ პირთან ურთიერთობის ნორმალიზებაში დაადანაშაულა.

იტვირთბა....