ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა „ომშია“ ჰამასის მიერ განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ — მისი თქმით, უკვე დაწყებულია დასახლებული პუნქტების გაწმენდა შეჭრილი მებრძოლებისგან და გამოცხადებულია რეზერვისტების ფართომასშტაბიანი მობილიზაცია, ხოლო ისრაელი მტერს „მანამდე არნახული ძალით“ უპასუხებს.
“ჩვენ ომში ვართ. ეს არ არის ოპერაცია, ეს არ არის ესკალაცია ეს არის ომი. ამ დილით ჰამასმა წამოიწყო მკვლელური მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ამაში ჩართული ვართ დილიდანვე.
მე მოვიწვიე უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელები და პირველ რიგში განკარგულება გავეცი, რომ დასახლებული პუნქტები გაიწმინდოს შემოჭრილი ტერორისტებისგან — ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. პარალელურად, გავეცი ბრძანება რეზერვისტების ფართომასშტაბიანი მობილიზაციის შესახებ, რათა მტერს ისეთი ძალით ვუპასუხოთ, როგორიც მას მანამდე არასდროს უნახავს. მტერი გადაიხდის მანამდე არნახულ ფასს. მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ ჯარისა და სამოქალაქო თავდაცვის მითითებებს. ჩვენ ომში ვართ და ჩვენ მასში გავიმარჯვებთ” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

