ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო განცხადებისთვის ემზადება: ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ეპარქია დატოვა

24 აპრილს ბორჯომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილ მრევლს, მეუფე სერაფიმეს ეპარქიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

„ძალიან რთულია რაიმე გითხრათ და ძალიან რთულია რაიმეთი განუგეშოთ. მთავარია ჩვენ არ უნდა გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიაღაცა იყო ამაში დამნაშავე. ან თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი, რომ ის იყო დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ის რაღაცა მარცვალი, რომელმა მარცვალმაც ხელი შეუწყო ამ ნაბიჯის გადადგმას. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას თუ ეს რატომ მოხდა. ღვთის განგებულებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით დღეს, მაგრამ ის ხვალ, ზეგ, მაზეგ თავისთავად გაცხადდება. უნდა გადავიტანოთ ეს დარტყმა უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი“, – ამ სიტყვებით მიმართა მრევლს მეუფე თეოდორემ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ ეპარქიის დატოვების შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ოფიციალურად მიმართა.

რა გახდა მეუფე სერაფიმეს გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

„მეტრონომს“ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა კითხვის დასმისთანავე გაუთიშა ტელეფონი.

საპატრიარქოს პრეს-სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ამის შესახებ საპატრიარქო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

მეუფე სერაფიმე ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში 21 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

იტვირთბა....