დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ ბრიტანული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ კრიპტოვალუტაში განხორციელებული შემოწირულებები აკრძალოს და უცხოური დაფინანსება შეზღუდოს. ინფორმაციას Sky News-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში სტარმერმა ბრიტანულ პოლიტიკაში მასშტაბური უცხოური ჩარევის საქმის გამოძიება მოითხოვა.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები ბრიტანელი ამომრჩევლებისთვის ბრიტანული პარტიებისთვის შემოწირულებების ოდენობა წელიწადში არაუმეტეს 100 ათასი გირვანქა სტერლინგით უნდა განისაზღვროს.
„ვიმოქმედებთ მტკიცედ, რათა ჩვენი დემოკრატია დავიცვათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თემთა პალატაში გამოსვლისას.

