აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ არაერთ განცხადებას, რომელიც ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესს ეხებოდა, თეირანში ირონიით შეხვდნენ.
როგორც Sky News წერს, ირანის სამხედრო წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იბრაჰიმ ზოლფაგარმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს „დამარცხება შეთანხმებად გაასაღოს“.
„სტრატეგიული ძალა, რომელზეც საუბრობდით, სტრატეგიულ წარუმატებლობად გადაიქცა. ის, ვინც მსოფლიო სუპერსახელმწიფოს სტატუსზე აცხადებს პრეტენზიას, ამ მდგომარეობიდან დიდი ხნის წინ უნდა გამოსულიყო, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდა“, – აღნიშნა მან.
მან ასევე ირონიულად დასცინა ტრამპის განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ:
„თქვენი შიდა კონფლიქტები იმ დონემდე მივიდა, რომ უკვე საკუთარ თავთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს?“
მისი განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.

