აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან 15 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს – CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა „მნიშვნელოვან შეთანხმების წერტილებს“ მიაღწიეს.

მისი თქმით, განხილვები წარმატებით წარიმართა და არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი. ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეებმა სავარაუდოდ 15 პუნქტზე მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა საჯაროდ მხოლოდ ერთი დაასახელა — ირანის ვალდებულება, არ შექმნას ბირთვული იარაღი.

პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესისთვის მოკლე ვადაა განსაზღვრული და უახლოეს დღეებში დამატებითი კონტაქტებიც იგეგმება.

„ჩვენ გვაქვს ხუთდღიანი პერიოდი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ყველაფერი კარგად წავა, საბოლოოდ ამ საკითხს მოვაგვარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით დაბომბვას,“ — განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....