აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზოგიერთი ქვეყანა აშშ-სა და ირანს შორის შეტყობინებების გადაცემაშია ჩართული ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში – „სიენენი“

რამდენიმე ქვეყანა აშშ-სა და ირანს შორის შეტყობინებების გადაცემაშია ჩართული ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თურქეთი და ეგვიპტე არიან ჩართული შეტყობინებების გადაცემაში მზარდი დაძაბულობის შემსუბუქების მიზნით.

„სიენენის“ თანახმად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რეგიონის რამდენიმე წარმომადგენლისგან მოისმინა გაფრთხილება, რომ ტრამპის მუქარა ირანის ელექტროსადგურებზე თავდასხმის შესახებ მასობრივ შურისძიებას გამოიწვევს, მათ შორის სპარსეთის ყურეში ამერიკელი მოკავშირეების წინააღმდეგ.

რეგიონის ოფიციალური პირები ასევე დაუკავშირდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის.

იტვირთბა....