ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან [IRGC] დაკავშირებული Fars News დონალდ ტრამპთან ყოველგვარ კომუნიკაციას უარყოფს
„ტრამპთან არც პირდაპირი და არც ირიბი კონტაქტი არ ყოფილა” – აცხადებს IRGC.
Fars News-ის ცნობითვე, ტრამპმა „უკან დაიხია“ მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ ირანი დასავლეთ აზიაში ყველა ელექტროსადგურს სამიზნეში ამოიღებდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანთან პროდუქტიული მოლაპარაკებები აწარმოა და მიიღო გადაწყვეტილება 5 დღით შეაჩეროს ირანის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა.

