კრემლი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანში, რუსეთის მიერ აშენებულ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმამ შესაძლოა, „გამოუსწორებელი“ შედეგები გამოიწვიოს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რეგიონში „კატასტროფულად დაძაბული“ ვითარების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.
მისივე თქმით, ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ დარტყმას უკიდურესად საშიში და შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.
პესკოვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს „შესაბამისი სიგნალი გადასცა“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48-საათიან ვადას აძლევს.
„ირანი „ჰორმუზის სრუტეს“ 48 საათის განმავლობაში თუ არ გახსნის, აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

