აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა – „ბიბისი“

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ნავთობის ფასები გაიზარდა და აზიის საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 113.40 დოლარს გადააჭარბა.

იაპონიის Nikkei-ს საფონდო ინდექსი 3.5%-ით დაეცა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსი 6.5%-ით.

21 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ჰორმუზის სრუტის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი არ გაიხსნება, ირანი ელექტროსადგურებს „გაანადგურებს“, ხოლო ირანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ასეთ დარტყმას რეგიონში ძირითადი ინფრასტრუქტურის დაბომბვით უპასუხებს.

იტვირთბა....