ირანი სპარსეთის ყურის დანაღმვით იმუქრება, თუ მის სანაპიროებს ან კუნძულებს თავს დაესხმებიან.
ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადების თანახმად, ქვეყნებისთვის, რომლებიც კონფლიქტში არ მონაწილეობენ, ჰორმუზის სრუტის გავლის ერთადერთი გზა ირანთან კოორდინაციაა.
„ირანის სანაპიროებზე ან კუნძულებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა სპარსეთის ყურეში და სანაპიროებზე ყველა წვდომისა და საკომუნიკაციო ხაზის სხვადასხვა საზღვაო ნაღმებით დანაღმვას გამოიწვევს. მთელი სპარსეთის ყურე, ფაქტობრივად, დაიბლოკება და ამაზე პასუხისმგებლობა მუქარის შემცველ მხარეს დაეკისრება“, – აღნიშნულია ირანის თავდაცვის საბჭოს განცხადებაში.
მანამდე ირანის სამხედროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ შეასრულებს მუქარას, დაბომბოს მისი ელექტროსადგურები, თუ საკვანძო საზღვაო გზა ორშაბათ საღამომდე არ გაიხსნება, ისინი დახურავენ ჰორმუზის სრუტეს და თავს დაესხმებიან რეგიონულ ინფრასტრუქტურას.

