ისრაელმა ლიბანში მდინარე ლიტანის ხიდი გაანადგურა – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მათივე ცნობით, მდინარიდან სამხრეთით განთავსებულია ჰეზბოლას ძირითადი დამრტყმელი ძალები, რომლის საშუალებითაც ჰეზბოლა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილს რაკეტებს ესვრის. ხიდი ლიბანის სამხრეთს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს, მდინარიდან სამხრეთით კი ჰეზბოლას ძირითადი დამრტყმელი ძალებია განთავსებული.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, არმიას დაევალა, გაანადგუროს მდინარეზე გადებული ყველა ხიდი, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს ჰეზბოლას საბრძოლო მასალებით მომარაგებას.

