ირანმა მკაცრი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ულტიმატუმს და გააფრთხილა, რომ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი დარტყმის შემთხვევაში სამიზნე გახდება რეგიონში არსებული ამერიკული და ისრაელის ობიექტები, წერს Clash Report.
ირანის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენლის, ებრაჰიმ ზოლფაგარის განცხადებით, შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება აშშ-ისა და ისრაელის ენერგეტიკული, IT ინფრასტრუქტურა და დესალინაციის სისტემები.
ამასთან, ირანულ ორგანიზაცია „მეჰრში“ აცხადებენ, რომ ირანის ენერგოსისტემაზე თავდასხმა „მთელ რეგიონს სიბნელეში ჩაძირავს“.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ირანს 48 საათიანი ვადა მისცა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით დაემუქრა.

