აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური აცხადებს, რომ ირანის სამხედრო მეთაურები ღრმა ბუნკერებში იმყოფებიან

აშშ-ის სამხედრო ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალ ბრედ კუპერის განცხადებით, ირანი „სასოწარკვეთის ნიშნით მოქმედებს“ და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მიზანმიმართულად, სამოქალაქო სამიზნეებს 300-ზე მეტჯერ შეუტიეს“, – განაცხადა ბრედ კუპერმა Iran International-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ რეგიონზე თავდასხმების გაგრძელება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

კუპერის განცხადებით, აშშ და ისრაელი რაკეტებისა და დრონების წარმოების ობიექტებს ესხმიან თავს.

„ჩვენს სამიზნეს ასევე წარმოება წარმოადგენს. ასე რომ, საქმე მხოლოდ დღევანდელ საფრთხეს არ ეხება. ვახორციელებთ მომავალი საფრთხის აღმოფხვრას, როგორც დრონების, რაკეტების, ასევე საზღვაო ძალების თვალსაზრისით“, – აღნიშნა კუპერმა.

მისი თქმით, ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი მეთაურები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, ხოლო მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკისა და ისრაელის მომავალი საჰაერო დარტყმებისგან.

იტვირთბა....