ახალი ამბები მთავარი

ირაკლი კობახიძეს პატრიარქის გარდაცვალების გამო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო.

“ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა მისი უწმინდესობის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენ, აღმატებულებავ, მეგობარ ქართველ ხალხს და განსვენებულის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

იტვირთბა....