აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასა და აშშ-ს შორის 21 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებში” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასა და აშშ-ს შორის 21 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებში – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

„ეს იქნება ორმხრივი კონტაქტი უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის“ – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი უახლოეს მომავალში განახლდება და მოლაპარაკებებში პაუზას „დროებითად“ მიიჩნევს.

მან ასევე განაცხადა, რომ „ენერგეტიკული ზავის“ მისაღწევად კიევმა “უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და სხვა ქვეყნების ენერგეტიკული შანტაჟი“.

იტვირთბა....